იუსტიციის მინისტრი სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს შეხვდა 

14 აგვისტო 2025, 14:19 114 ნახვა

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, როლანდ პრაისს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს იუსტიციის სამინისტროს “საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს” და მსოფლიო ბანკის მრავალწლიანი პარტნიორობის საკითხები, მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები.

საუბარი შეეხო რეფორმებს ციფრული მმართველობისა და მიწის რეგისტრაციის მიმართულებით.

მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა პოზიტიურად შეაფასა საქართველოში განხორციელებული რეფორმები და სააგენტოს მიერ დაგროვილი გამოცდილება, რაც მნიშვნელოვანი საფუძველია არსებული ცოდნის სხვა ქვეყნებთან გასაზიარებლად.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში