შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის საქმე გახსნა.
როგორც თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, შსს-ს თანამშრომლებმა ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ 3 პირი დააკავეს, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინებათ.