„ლივერპული“ ინგლისის სუპერთასზე „კრისტალ პალასს“ დაუპირისპირდა. მატჩის ძირითადი დრო 2:2 დასრულდა, პენალტების სერიაში კი „ლივერპული“ 2:3 დამარცხდა.
„უემბლიზე“ გამართულ დაპირისპირებაში გიორგი მამარდაშვილი სათადარიგოთა შორის იყო, გუნდის მწვრთნელმა, არნე სლოტმა კარში ბრაზილიელი ალისონ ბეკერი დააყენა. მე-4 წუთზე „ლივერპული“ უგო ეკიტიკემ დააწინაურა. მე-17 წუთზე „კრისტალ პალასმა“ ჟან-ფილიპ მატეტას მიერ ზუსტად შესრულებული პენალტით წონასწორობა აღადგინა, მაგრამ პირველი ტაიმის ბოლომდე ჯერემი ფრიმპონგმა „ლივერპული“ მეორედაც გაიყვანა წინ.
77-ე წუთზე „კრისტალ პალასმა“ წონასწორობა კიდევ ერთხელ აღადგინა. გამარჯვებული ძირითად დროში ვერ გამოვლინდა და პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც უკეთ „კრისტალ პალასის“ მოთამაშეებმა შეასრულეს და ტიტული მოიპოვეს.