თვითმმართველობის არჩევნებისთვის პარტიების რეგისტრაცია დასრულდა, რადგან ნაციონალური მოძრაობა და კოალიცია ცვლილელბისთვის არჩევნებში არ მონაწილეობენ მათ დაკარგეს თავიანთი პარტიული ნომრები 5 და 4. ნაციონალური მოძრაობის შემთხვევაში ბრენდად ქცეული ნომრის დაკარგვა განხილვის საგანი გახდა, რადგან პარტია ამ ნომერს 20 წელსზე მეტია ფლობს და სრულად ასოცირებულია მასთან, თუმცა თავად პარტიაში აცხადებენ, რომ მათთვის სულერთია,რადგან არჩევნების ლეგიტიმურობას არ ცნობენ. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ არმონაწილეობით ნაცმოძრაობა უპატივცემულობას გამოხატავს, თავისი ამომრჩევლის მიმართ, ხოლო პარტიული ნომრის დაკარგვა უარყოფითად აისახება მათზე.