პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე აშშ-ში სამუშაო ვიზიტი შეაჯამა. "ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ უმაღლეს დონეზე, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა და ჩვენ მივიღეთ ძალიან მკაფიო გზავნილები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის მხარდაჭერის თაობაზე. სტრატეგიული მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე" - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერმა ასევე მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს, მინისტრს და ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩს ვიზიტის მომზადებისთვის.