პროკურატურამ ნარკოდანაშაულისთვის ბრალდება 43 პირს წარუდგინა

08 აგვისტო 2025, 19:57 364 ნახვა

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე 43 პირს ბრალდება წარუდგინა. 

გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, ბრალის დამტკიცების შემთვევაში ბრალდებულებს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულების ნაწილს პატიმრობა უკვე შეეფარდა, ხოლო ნაწილის მიმართ აღკვეთის ღონისძიებას სასამართლო კანონით დადგენილ ვადაში განიხილავს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი