ვაშინგტონში დღეს გაიმართება დონალდ ტრამპთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტის და სომხეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრა. როგორც ცნობილია, დაგეგმილია ლიდერების ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან ორმხრივი შეხვედრები დახურულ კარს მიღმაც.
"როიტერის" ინფორმაციით, სომხეთი და აზერბაიჯანი ხელს მოაწერენ ჩარჩო შეთანხმებას, რომელიც აშშ-ს სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიული სატრანსპორტო დერეფნის განვითარების ექსკლუზიურ უფლებას მისცემს.
დონალდ ტრამპი, სოციალურ ქსელში ეხმაურება მომავალ შეხვედრას, ამერიკის პრეზიდენტმა დაწერა, რომ ორი ქვეყანა მრავალი წელია ომშია, რამაც ათასობით ადამიანის სიკვდილი მოიტანა. ტრამპი მხარეებს შორის სამშვიდობო დოკუმენტის ხელმოწერასაც გეგმავს.