პარლამენტის გადაწყვეტილებით საქართველოში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევა აიკრძალა

17 მაისი 2017, 00:00 2931 ნახვა

პარლამენტის გადაწყვეტილებით საქართველოში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევა აიკრძალა. გადაწყვეტილება დღეს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. ცვლილებებს მხარი 85 დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგი მხოლოდ ერთი დეპუტატი იყო.

ახალი რეგულაცია ძალაში 2018 წლის 1-ელი მაისიდან შევა. მოწევა ნებადართული იქნება კაზინოებში და სიგარა ბარებში. აკრძალვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს ეხება, მათ შორის კაფეებსა რესტორნებს. კანონის დარღვევის შემთხვევაში ჯარიმდება არა მწეველი, არამედ ადმინისტრაცია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი