უსკომ ახალი საშტატო განრიგი დაამტკიცა. ინსტიტუციური განვითარების სამსახურის შექმნის შესახებ კანონპროექტი უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ სხდომაზე ერთხმად მიიღო.
ახალი სამსახური სამი საშტატო ერთეულისგან შედგება, რაც ბიუჯეტის ცვლილებას არ გამოიწვევს. კომისიის წევრებმა უმაღლესი საარჩევნო კომისიის აპარატის მოხელეთა კანდიდატის შერჩევის წესსა და კონკურსის ჩატარების პროცედურებზეც იმსჯელეს.