რუსეთ - ამერიკის ურთიერთობა. კრემლში დღეს გამართულ შეხვედრაზე სადაც ერთმანეთს რუსეთის პრეზიდენტი და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი შეხვდნენ საუბარი სავარაუდოდ დონალდ ტრამპის მიერ მოსკოვისადმი წაყენებულ ულტიმატუმს ეხებოდა.
საუბარი 3 საათს გაგრძელდა. ტრამპი მოითხოვს, რომ რუსეთმა უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 8 აგვისტომდე დადოს.
ამ კვირაში იწურება ვადა, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა რუსეთს მისცა უკრაინაში საომარი მოქმედებების დასრულების გადაწყვეტილების მისაღებად.
წინააღმდეგ შემთხვევაში, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ახალი სანქციების ამოქმედებას აპირებს.