კონკურსი სტუდენტებისთვის

06 აგვისტო 2025, 11:32 559 ნახვა

კონკურსი სტუდენტებისთვის - აჭარის განათლების სამინისტრო სამი პროგრამის ფარგლებში კონკურსს აცხადებს. სტუდენტს განათლების სამინისტროში განაცხადების შეტანა 29 აგვისტომდე შეეძლებათ. 

კონკურსი სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში, სწავლის დაფინანსებას ითვალისწინებს, ასევე სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ სასტიპენდიო კონკურსში მიიღონ მონაწილეობა, ტექნიკური  და საბუნებისმეტყველო მიმართულების ხელშეწყობის და ტარიელ ფუტკარაძის სახელობის სტიპენდიის  პროგრამების ფარგლებში.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი