აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელი უკვე მოსკოვშია

06 აგვისტო 2025, 10:13 230 ნახვა

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მოსკოვში ჩავიდა.  აეროპორტში მას რუსეთის საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევი დახვდა. უიტკოფი დღეს რუსეთის ხელმძღვანელობას შეხვდება.

უიტკოფი მოსკოვში ბოლოს 25 აპრილს, მოლაპარაკებებისთვის იმყოფებოდა, მანამდე კი, 11 აპრილს სანქტ-პეტერბურგში ჩავიდა. ორივე ჯერზე მასთან მოლაპარაკებები რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამართა.

დასავლური სააგენტოების თანახმად, ამჯერად რუსეთი განიხილავს უკრაინასთან ნაწილობრივი საჰაერო ზავის შესაძლებლობას, დრონებითა და რაკეტებით იერიშების შეწყვეტას, როგორც „ტრამპისთვის დათმობაზე წასვლას“. ამ ნაბიჯის მიზანია, რუსეთმა თავიდან აიცილოს აშშ-ის შესაძლო სანქციები, რომლებიც დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ვადის, 8 აგვისტოს შემდეგ არის მოსალოდნელი. 

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიზნები უკრაინის წინააღმდეგ ომში არ შეცვლილა და რუსეთი კვლავ არ თანხმდება სრულ ცეცხლის შეწყვეტას.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი