ამერიკის არიზონას შტატში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა. პოლიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე ნაჩვენებია სამედიცინო სატრანსპორტო თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელიც ჩინლეს აეროპორტთან ახლოს ჩამოვარდა და ცეცხლი გაუჩნდა.
პატარა ორპროპელერიანი თვითმფრინავი ახლომდებარე საავადმყოფოდან პაციენტის ასაყვანად მიემართებოდა, როდესაც კატასტროფა განიცადა.
ბორტზე მყოფი ოთხივე ადამიანი დაიღუპა. ამ დროისთვის ჩამოვარდნის მიზეზი უცნობია.