ე.წ. ''ციანიდის საქმის'' არსებითი განხილვა იწყება

17 მაისი 2017, 00:00 2457 ნახვა

ე.წ. ''ციანიდის საქმის'' არსებითი განხილვა იწყება. პირველი სასამართლო პროცესი 19 მაისს არის ჩანიშნული. მხარეები სასამართლოს წინაშე შესავალი სიტყვით წარსდგებიან. დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ პროკურატურამ კვლავ პროცესის დახურვის შუამდგომლობა დააყენოს.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს პროკურატურა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ედავება. მას ბრალი, ამ საქმესთან ერთად, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში ედებოდა, თუმცა, მოგვიანებით პროკურატურამ მას ბრალი დაუმძიმა და ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადების მუხლში გადაუკვალიფიცირა. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი