კორუფცია, ზეწოლა, შანტაჟი - ხმაურისა და ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომა. ოპოზიციამ მმართველი გუნდი კორუფციაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა, მათი განცხადებით ის რაზეც წლების განმავლობაში საუბრობდნენ დადასტურდა, რასაც ბოლო პერიოდში ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები მოწმობს.
აკაკი გვიანიძემ და ვაჟა დარჩიამ მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადეს მზია ამაღლობელს და განაცხადეს რომ ამ საქმემ პრაქტიკულად გააშიშვლა ხელისუფლების სხვადასხვა შტო, სასამართლო სისტემა და ძალოვანი უწყებები. ასევე საუბარი შეეხო თორნიკე რიჟვაძის საქმეს. მმართველმა გუნდმა ოპოზიცია არაკონსტრუქციულობაში დაადანაშუალა.