აშშ-ში ძლიერი ტურბულენტობის გამო თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა

31 ივლისი 2025, 14:20 244 ნახვა

25 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც დელტა ეარ-ლაინსის რეისი, რომელიც იუტას შტატის ქალაქ სოლტ ლეიკ სიტიდან ამსტერდამში მიფრინავდა, ძლიერი ტურბულენტობის გამო მინეაპოლის სენტ-პოლის საერთაშორისო აეროპორტში გადაამისამართეს. განცხადებას ავიაკომპანია ავრცელებს. თვითმფრინავში 275 მგზავრი და ეკიპაჟის 13 წევრი იმყოფებოდა. ავიაკომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ სამედიცინო პერსონალმა შეამოწმა ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი მას შემდეგ, რაც თვითმფრინავი  მინეაპოლისში უსაფრთხოდ დაეშვა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი