ოპოზიციაში არ უკვირთ ევროპარლამენტარების განცხადება, ცესკოს გამოხმაურებას კი ანტიდასავლური კამპანიის ნაწილად განიხილავენ. მათი თქმით, დასავლეთი საქართველოს ხელისუფლებას არალეგიტიმურად მიიჩნევს. „ქართულ ოცნებაში“ კი განცხადების ავტორ ევროპარლამენტარებს მტრულად განწყობილ ჯგუფად მოიხსენიებენ.