რუსეთი ომის დასასრულებლად ყველა ძალისხმევას უგულებელყოფს-ზელენსკი

30 ივლისი 2025, 11:20 135 ნახვა

რუსეთის მიერ სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში ციხესა და საავადმყოფოზე განხორციელებულმა საჰაერო დარტყმებმა სულ მცირე 19 ადამიანი იმსხვერპლა. „რუსებმა იცოდნენ, რომ ეს სამოქალაქო დაწესებულება იყო. მათ არ შეეძლოთ არ სცოდნოდათ“, - განაცხადა ზელენსკიმ თავის საღამოს ვიდეომიმართვაში და აღნიშნა, რომ  რუსეთის მიერ განხორციელებული ყოველი ასეთი დარტყმა, ომის დასრულების გლობალური მოწოდებების საპასუხოდ  მხოლოდ ადასტურებს, რომ ზეწოლა აუცილებელია.

საჭიროა რუსეთის წინააღმდეგ მეტი სანქციები, უკრაინისა და ჩვენი სიცოცხლის დაცვის თანმიმდევრული მხარდაჭერა და კოორდინირებული დიპლომატია მშვიდობის გულისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ გზით ჩვენთან ერთად მუშაობს.“ რუსეთმა, რომელიც უარყოფს მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას, გააძლიერა საჰაერო დარტყმები ფრონტის ხაზთან მდებარე  უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას უკვე მეოთხე წელია აგრძელებს და ბრძოლის ველზე თანდათან  მიიწევს წინ. რუსული ძალები უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით მეხუთედს აკონტროლებენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში