უკრაინამ რუსეთის როსტოვის ოლქზე დრონებით თავდასხმა განახორციელა

29 ივლისი 2025, 14:47 160 ნახვა

რუსეთის  როსტოვის რეგიონში უკრაინული დრონებით მრავალჯერადი თავდასხმების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სარკინიგზო სადგურზე ხანძარი გაჩნდა და მატარებლების მოძრაობა შეჩერდა, განაცხადა ადგილობრივმა  ხელისუფლებამ. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, რომელიც მხოლოდ განადგურებული დრონების რაოდენობას ასახელებს, აცხადებს, რომ მისმა თავდაცვის ძალებმა ღამით სულ 74 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, მათ შორის 22 როსტოვის რეგიონის თავზე.
როსტოვის რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა იური სლიუსარმა, ტელეგრამზე დაწერა, რომ ქალაქ სალსკზე  თავდასხმის შედეგად ავტომანქანა დაზიანდა,  მძღოლი კი დაიღუპა. სალსკის რკინიგზის სადგურზე გაჩერებულ სატვირთო მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა და ელექტროენერგია გაითიშა, რამაც მატარებლების მოძრაობის შეჩერება გამოიწვია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში