მაიამიში ბარჟის ნავთან შეჯახების შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა

29 ივლისი 2025, 14:45 188 ნახვა

მაიამიში, ბარჟა შეეჯახა ნავს, რომლის ბორტზეც ხუთი ბავშვი და ერთი ზრდასრული იმყოფებოდა. ორი ბავშვი დაიღუპა, ხოლო ორი კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. აშშ-ის სანაპირო დაცვამ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

იალქნიან ნავზე მყოფი ექვსივე ადამიანი მაშველებმა წყლიდან ამოიყვანეს, ოთხი ბავშვი კი ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ორი მათგანი ადგილზე მიყვანისთანავე გარდაცვლილად გამოაცხადეს.

აშშ-ის სანაპირო დაცვის მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანაში გასასეირნებელ ნავებზე დაღუპვის  550-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან მხოლოდ 43  შემთხვევა გემების შეჯახების შედეგად მოხდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში