აქციებისას დაკავებული 8 პირის საქმე

28 ივლისი 2025, 20:10 118 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულმა 8-ვე დემონსტრანტმა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა უფლება მისცა საქმის მთავარ გამომძიებელს არსენ ხუნაშვილს თავისი მეხსიერების ბარათიდან ჩაერთო ზვიად ცეცხლაძის წინააღმდეგ მტკიცებულებად არსებული ვიდეო.   ადვოკატის გუჯა ავსაჯანიშვილის თქმით,  კი არ არსებობს მტკიცებულება, რომ საუბარია ერთსა და იმავე ვიდეოზე.

შეგახსენებთ აქციებზე დაკავებულ    8 დემონსტრანტიდან სამს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან.  მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.ხოლო ხუთს   ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში