თურქეთში, ბულგარეთსა და ალბანეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან

28 ივლისი 2025, 14:30 139 ნახვა

თურქეთში ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა. თურქეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ ბურსასთან ახლოს, კვირას ორი მოხალისე მეხანძრე გარდაიცვალა. კიდევ ორი ადამიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც წყლის ავზის გადაბრუნების შედეგად მძიმედ დაშავდნენ. შაბათ-კვირას  ქალაქ ბურსას გარშემო მასშტაბური ხანძრების გამო 3 ათას 500-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა სახლები დაეტოვებინა.

ძლიერი ტყის ხანძარია  ბულგარეთის დასავლეთ რეგიონებში.  ცეცხლი მოსაზღვრე სერბეთიდან გავრცელდა, სადაც მეხანძრეები სწრაფად მზარდ ხანძარს ებრძვიან. ხელისუფლებამ ხანძრის ორი აქტიური ფრონტის შესახებ განაცხადა, სამი სოფელი ევაკუირებულია და მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა დასახლებულ სასაზღვრო რაიონებს. ყველაზე მეტად რანი ლუგის სოფელი დაზარალდა, სოფლის ნახევარი კი ხანძრის შედეგად განადგურდა.

ბულგარეთში თურქეთის საზღვართან ახლოს სახანძრო ჯგუფები მთელი ქვეყნის მასშტაბით 97 ხანძარს ებრძვიან. ტყის ხანძარს ებრძვიან სამხრეთ ალბანეთში, რომელიც ძლიერმა ქარმა და ჰაერის მაღალმა ტემპერატურამ  გააღვივა. დელვინას მუნიციპალიტეტში მეხანძრე-მაშველების დასახმარებლად მობილიზებულია შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები და ბლექ-ჰოუკის ვერტმფრენები. ცეცხლმა ასობით ჰექტარი ფიჭვნარი და საძოვრები გაანადგურა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში