ზვიად გამსახურდიას ქუჩის #11-ში არსებული საცხოვრებელი სახლის დემონტაჟისას დაშავებული მუშა სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი - ბათუმის მერია

27 ივლისი 2025, 20:04 346 ნახვა

ზვიად გამსახურდიას ქუჩის #11-ში არსებული საცხოვრებელი სახლის დემონტაჟისას დაშავებული მუშა სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი, - ამის შესახებ, ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, შენობა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე, შეფასდა როგორც ავარიული და დაიწყო მისი დაუყოვნებლივი დემონტაჟი.

"ზვიად გამსახურდიას ქუჩის #11-ში არსებული საცხოვრებელი სახლის სადემონტაჟო სამუშაოების პროცესში დაშავდა ერთ-ერთი მუშა, რომელიც დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი სამედიცინო დაწესებულებაში.

 

აღნიშნული შენობა, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე, შეფასდა როგორც ავარიული, რომლის ექსპლუატაციაც არსებული სახით იყო საფრთხისშემცველი. შესაბამისად, დაიწყო მისი დაუყოვნებლივი დემონტაჟი.

 

მაცხოვრებლები წინასწარ გადაყვანილნი იყვნენ ალტერნატიულ საცხოვრებელში ქირით, ხოლო ტერიტორიაზე არსებული კომერციული ობიექტები დროებით დაიხურა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით", - აღნიშნულია ბათუმის მერიის ინფორმაციაში.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში