კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვა დამატებით 10 მუნიციპალიტეტში გაიმართება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა.
კობახიძის თქმით, შეხვედრები გაიმართება უნივერსიტეტებში აკადემიურ წრეებთან, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან.მისივე განმარტებით, განხილვები 1 თვის ვადაში დასრულდება. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში შეხვედრა თვის ბოლოსთვის იგეგმება.