პროკურორი : 5 მილიონის მითვისების საქმეში სხვა პირები არ ფიგურირებენ

16 მაისი 2017, 00:00 4840 ნახვა

"სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 5 მილიონი მითვისების საქმეში, ამ ეტაპზე, სხვა პირები არ ფიგურირებენ" - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პროკურატურის წარმომადგენელმა გააკეთა.

 შპს "ჰიგიენა 2009" დირექტორის, ირაკლი ცეცხლაძის საქმეზე ბრალმდებელი დავით ჭარბაძემ  ჟურნალისტების კითხვაზე, ფიგურირებს თუ არა საქმეში სხვა პირები ასე პასუხობს "გრძელდება გამოძიება ამ ეტაპზე სხვა პირები გამოკვეთილი არ არის".

გამოძიება შპს "ჰიგიენა 2009" დირექტორს ირაკლი ცეცხლაძეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5 მილიონის მითვისებას ედავება, რაც 7 დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თანხა, რომლის მითვისებასაც ცეცხლაძე არ უარყოფს ქობულეთში ნაგავსაყრელის მოწყობისთვის იყო განკუთვნილი. შპს “ჰიგიენა 2009” აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაა. 

ამ ეტაპზე უცნობია დაკითხულია თუ არა რომელიმე მაღალჩინოსანი, რომელიც შპს "ჰიგიენა 2009" მუშაობას კურირებდა ან მინისტრი, რომელიც ამ პერიოდში მუშაობდა. 

ამ თემაზე კომენტარები არ გააკეთეს მთავართან არც მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ, არც ხაბაძის მამამ და არც აჭარის ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა დავით ბალაძემ 

 

 

 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი