5 მილიონის მიტაცების საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა

16 მაისი 2017, 00:00 3863 ნახვა

5 მილიონის მიტაცების საქმეზე, მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა. ბრალდებული ირაკლი ცეცხლაძის სასამართლო პროცესი დღეს 2 საათზე დაიწყო და მოსამართლე თამარ ბეჟაშვილი ბრალდებულთან და ადვოკატებთან ერთად, საქმის გარემოებებზე, ნახევარი საათის განმავლობაში მსჯელობდნენ. ბრალდებულმა ირაკლი ცეცხლაძემ განაცხადა, რომ ის ეთანხმება ადვოკატის საბოლოო სიტყვას და აღიარებს დანაშაულს. დაცვის ინფორმაციით, ბრალდებული სამართალდამცავებმა კი აიყვანეს ბელორუსიაში, თუმცა მისი მიზანი მიმალვა არ ყოფილა და იგი თანამშრომლობს გამოძიებასთან. დაცვის მხარემ ითხოვა, ეს გარემოება ყოფილიყო გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების დროს. 

პროკურორმა კი განაცხადა, რომ ცეცხლაძე დამნაშავეა და ის უნდა დაისაჯოს მკაცრად. პროკურორი, ბრალდებულის გასამართლებას 182 მუხლით ითხოვს, რაც 7 დან 11 პატიმრობას ითვალისწინებს. 

გამოძიება შპს "ჰიგიენა 2009" დირექტორს ირაკლი ცეცხლაძეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5 მილიონის მითვისებას ედავება, რაც 7 დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თანხა, რომლის მითვისებასაც ცეცხლაძე არ უარყოფს ქობულეთში ნაგავსაყრელის მოწყობისთვის იყო განკუთვნილი. შპს “ჰიგიენა 2009” აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაა.

 

 

 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი