4 ადამიანი დაშავდა ოდესაზე თავდასხმის შედეგად

24 ივლისი 2025, 14:01 171 ნახვა

რუსეთმა უკრაინის ქალაქ ოდესაზე დილით ადრე დრონებით იერიში მიიტანა, რის შედეგადაც დაზიანდა სასურსათო ბაზარი, საცხოვრებელი სახლები და  ქალაქის ისტორიული ცენტრი.

ცნობილ სასურსათო ბაზარ „პრივოზში“ ძლიერი ხანძარი გაჩნდა. თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.

„გუშინ, სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე, რუსულ მხარეს კვლავ წარედგინა წინადადება ცეცხლის დაუყოვნებლივ და სრულად შეწყვეტის შესახებ. საპასუხოდ, რუსული დრონები საცხოვრებელ შენობებს ურტყამენ“, - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეგრამზე.

მისი თქმით, რუსეთმა ღამის თავდასხმისას 103 დრონი და ოთხი რაკეტა გამოიყენა.

დაზარალდა ოდესის ისტორიული ცენტრი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში