სტამბოლის სიგარანის სასახლეში რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართა, რომელზეც მხარეთა მიერ 2 ივნისს გაცვლილი მემორანდუმები განიხილეს. მხარეები სამხედრო ტყვეთა გაცვლის შემდგომ საკითხებზე შეთანხმდნენ, თუმცა ცეცხლის შეწყვეტის პირობები და ლიდერებს შორის შესაძლო შეხვედრა ისევ შეუთანხმებელი დარჩა.
უკრაინამ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მონაწილეობით ლიდერების დონეზე შეხვედრა რუსეთს აგვისტოს ბოლომდე შესთავაზა. უკრაინამ ასევე მზაობა გამოთქვა, ცეცხლის შეწყვეტისთვის, მათ შორის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დარტყმებზე.
რაც შეეხება ტყვეებისა და სამოქალაქო პირების გაცვლის შემდგომ ნაბიჯებს რუსული მხარე დათანხმდა იმ ხალხის დაბრუნებას, რომლებიც ტყვეობაში სამ წელზე მეტია იმყოფებიან, მათ შორის მძიმედ დაჭრილი და ახალგაზრდა პირების.
40 წუთიანი შეხვედრა კიდევ უფრო ხანმოკლე იყო, ვიდრე 16 მაისსა და 2 ივნისს გამართული წინა შეხვედრები, რომლებიც ჯამში სამ საათზე ნაკლებ დროს გაგრძელდა.