სტამბულში უკრაინულ-რუსული მოლაპარაკების მომდევნო ეტაპი დაიწყო

23 ივლისი 2025, 19:56 102 ნახვა

რუსეთის დელეგაცია უკრაინასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდში მონაწილეობის მისაღებად მოსკოვიდან სტამბოლში უკვე გაემგზავრა.

რუსეთის დელეგაცია კვლავ ოთხი ძირითადი წევრისა და ოთხი ექსპერტისგან იქნება წარმოდგენილი. 

უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებით, რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში 14 ადამიანი იქნება და მათ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს. 

ზელენსკის განცხადებით, რუსულ მხარესთან უკრაინის დელეგაცია სამხედრო ტყვეების დაბრუნების, რუსეთის მიერ გატაცებული ბავშვების დაბრუნებისა და ლიდერების დონეზე შეხვედრის მომზადების საკითხებს განიხილავს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში