უკრაინის პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტით, უკრაინის ეროვნული ანტკორუფციული ბიურო და სპეციალური ანტიკორუფციული პროკურორის ოფისი გენერალურ პროკურორს ექვემდებარება, რაც სააგენტოების თქმით, ფაქტობრივად, მათ დამოუკიდებლობას ანადგურებს.
მიღებულმა გადაწყვეტილებამ უკრაინის ქალაქებში მოსახლეობის მხრიდან პროტესტი გამოიწვია, მიღებული გადაწყვეტილება შემაშფოთებელია ურსულა ფონ დერ ლაიენისთვისაც, გადაწყვეტილება ასევე შეაფასეს გერმანიის, შვედეთის და სხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებმა.