ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა უკრაინის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერს, ტარას კაჩკას უთხრა, რომ ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობის შეზღუდვა ეწინააღმდეგება იმ ვალდებულებებს, რომლებიც განსაზღვრულია ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.
მარტა კოსის თქმით, ევროკავშირი ამ კანონის მიღებას განიხილავს, როგორც უკუსვლას ევროკომისიის იმ შვიდი რეკომენდაციის შესრულებაში, რომლებიც უკრაინის კანდიდატის სტატუსის პირობა იყო.