ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობის შეზღუდვა ართულებს უკრაინის გზას ევროკავშირში.
ამის შესახებ ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, იოჰან ვადეპულის განცხადებაში, რომელსაც ის სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობას შეზღუდვას უკრაინაში ეხმაურება შვედეთის საგარეო უწყებაც, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინის პარლამენტის მიერ გუშინ მიღებული კანონი შეშფოთებას იწვევს უკრაინის ანტიკორუფციული ინსტიტუტების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით.
ამის შესახებ ნათქვამია უწყების მიერ სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ცნობისთვუს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობას ზღუდავს.