უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალიზირებული ანტიკორუფციული პროკურატურა პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და პარლამენტის მიერ ჩამორთმეული გარანტიების დაბრუნებას ითხოვენ.
ანტიკორუფციული ორგანოების განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები არსებითად ზღუდავს უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზირებული ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობას, რის შესახებაც ორივე ინსტიტუტის ხელმძღვანელებმა პრეზიდენტთან შეხვედრაზე აღნიშნეს.
თავად ზელენსკი კი აცხადებს რომ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ყველა კონსტრუქციულად იმუშავებს.