თელ-ავივში მომიტინგეებმა ღაზაში შიმშილისა და ომის დასრულება მოითხოვეს

23 ივლისი 2025, 10:03 177 ნახვა

თელ-ავივის  ქუჩებში ასობით მომიტინგე გამოვიდა ფქვილის პარკებითა და ღაზაში მცხოვრები  ბავშვების სურათებით ხელში.  მათ ღაზის სექტორში არსებული საშინელი ჰუმანიტარული კატასტროფა და ისრაელის  მთავრობის შიმშილის პოლიტიკა გააპროტესტეს. ექიმების თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ღაზაში თხუთმეტი ადამიანი შიმშილით გარდაიცვალა.

პალესტინელი ოფიციალური პირების თქმით, ომის დაწყებიდან პირველად, ათობით ადამიანი შიმშილით იღუპება.

ღაზაში საკვების მარაგი ამოიწურა მას შემდეგ, რაც ისრაელმა მარტში შეწყვიტა სექტორის მომარაგება.

ისრაელი, რომელიც აკონტროლებს ღაზაში შემავალ ყველა მარაგს, უარყოფს, რომ პასუხისმგებელია საკვების დეფიციტზე. იგი გაერთიანებული ერების ორგანიზაციას ადანაშაულებს იმაში, რომ ვერ შეძლო დახმარების დაცვა, რომელსაც ჰამასი და სხვა ბოევიკები იპარავენ. დაჯგუფება უარყოფს ამ ბრალდებას.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში