თურქეთის მთელ ტერიტორიაზე 40 გრადუსიანი სიცხეებია

23 ივლისი 2025, 10:59 215 ნახვა

თურქეთის მთელ ტერიტორიას თბური ტალღა უტევს.  ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში ტემპერატურა ცელსიუსით 40 გრადუსამდე გაზარდა. სტამბოლში, სადაც ტემპერატურა  35 გრადუსს აჭარბებს, მოსახლეობა გასაგრილებლად ბოსფორისა და შავი ზღვისკენ მიემართება. 

მომატებული ტემპერატურა, დაბალ ტენიანობასთან და ძლიერ ქართან ერთად, ბოლო წლებში თურქეთში ხანძრების გაჩენას უწყობს ხელს.

ამ ზაფხულს თურქეთის მასშტაბით ასობით ხანძარი გაჩნდა, რის გამოც ქვეყნის მასშტაბით ათობით ათასი ადამიანი იძულებული გახდა დროებით დაეტოვებინა საკუთარი სახლები.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში