პროკურატურა მზია ამაღლობელს საპროცესო შეთანხმებას სთავაზობს

21 ივლისი 2025, 17:31 354 ნახვა

ცოტა ხნის წინ დასრულდა სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც მზია ამაღლობელი შეძახილებით გააცილეს. მედია მენეჯერის საქმეზე სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი დასრულდა. სასამართლომ დღეს ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვაც მოისმინა. პროკურორმა შეაჯამა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და ცდილობდა სასამართლო დაერწმუნებინა რომ მზია ამაღლობელმა ბრალად შერაცხული ქმედება ჩაიდინა.

საქმის ერთ-ერთმა პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა დასკვნითი სიტყვის ბოლოს განაცხადა, რომ ბრალდების მხარე მზად არის საპროცესო შეთანხმებაზე აქტიურად ითანამშრომლოს ბრალდებულთან. სხდომიდან რამდენიმე დამსწრე მოსამართლემ რეპლიკის გამო გააძევა.

სხდომის პარალელურად სასამართლოს შენობის პერიმეტრს იცავდნენ სამართალდამცავები. ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის საქმეზე დაცვის მხარის ბოლო მოწმე  ნევროლოგი ნათია ხარატი იყო.. მან სილის გაწვნის ამსახველი ვიდეომტკიცებულებები შეისწავლა. მოწმის განმარტებით, ტკივილს თან უნდა ახლდეს ტკივილისთვის სხვა დამახასიათებელი ნიშნები, მაგალითად ქსოვილის დაზიანება ან სხვა რაც ტკივილის განცდას უფრო დამაჯერებელს ხდის.

ნევროლოგის განცხადებით ირაკლი დგეუბაძის შემთხვევაში აღნიშნული გარემოებები  სახეზე არ არის.  მოწმე ნევროლოგის  განმარტებით, კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არ იყო ზიანი, არ შეცვლილა სახის მიმიკა, არ ყოფილი გართულებები  და რთულია კატეგორიის მინიჭება.  ექიმის მოსაზრებით, ის რომ სილის გაწვნის შემდეგ დგებუაძემ ტკივილი განიცადა, ამას არ ადასტურებს არცერთი ობიექტური გარემოება, კერძოდ მისი თქმით ვიდეო კადრებში სილის გაწვნიდან რამდენიმე წუთში  სახეზე სიწითლეც კი არ აღენიშნებოდა.

აღნიშნული მოწმის ჩვენება ეჭვეშ დააყენეს პროკურორებმა და განაცხადეს რომ მოწმე ობიექტური არ იყო. სხდომის დაწყებამდე  მედია მენეჯერისა და სხვა დაკავებული პირების გათავისუფლების მოთხოვნით სასამართლოსთან აქცია გამართეს ამაღლობელის კოლეგებმა, მხარდამჭერებმა და ახლობლებმა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი