რა გზავნილი მიიღო ივანიშვილისგან საზოგადოებამ?

30 მაისი 2016, 00:00 3409 ნახვა

სად ვიყავით, ვალების ეკონომიკიდან-ინვესტიციების ეკონომიკისკენ, საით მივდივართ, როგორ სახელმწიფოს ვაშენებთ, ქვეყნის საგარეო კურსი, წარსულში დაბრუნების საფრთხე, რა მიზანი მაქვს - ამ ქვესათაურებით არის დაყოფილი ყოფილი პრემიერის 21 გვერდიანი წერილი. ბიძინა ივანიშვილის ადრესატი საზოგადოება, ხოლო კრიტიკის მთავარი სამიზნე კვლავ - არასამთავრობოები, მედია და ნაციონალური მოძრაობაა. ბევრისთვის ალბათ მოულოდნელი არ ყოფილა ამბავი, რაზეც ივანიშვილი წერს, შესაძლოა ის პოლიტიკაში დაბრუნდეს, აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩაერთვება. მთავარ მიღწევებს შორის ყოფილი პრემიერი დასაქმებულთა და ხელფასების ზრდაზე, ჯანდაცვის სისტემის პროგრესზეც საუბრობს. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში