ქედაში ოქროს საბადოზე სამუშაოები შეჩერებულია

15 მაისი 2017, 00:00 6570 ნახვა

44 ტონაზე მეტი ოქრო, 176 ათასი ტონა სპილენძი, 18 ათას ტონამდე ტყვია და 15 ათას ტონაზე მეტი თუთია - აჭარის მთავრობის ერთიან პორტალზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად ეს იმ საბადოების სამრეწველო მარაგის ჯამური რაოდენობაა, რომლის მოპოვებაც მერისშია შესაძლებელი. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაზე ლიცენზია 2007 წელს გაიცა. როგორც გავარკვიეთ სამუშაოები ერთი წლის შემდეგ შეწყდა.

ადგილობრივების თქმით, აქ წიაღისეულის გამოკვლევა და მოპოვება 9 წელია აღარ მიმდინარეობს. ლიცენზიის ამჟამინდელი მფლობელი შპს Kinland Georgia Mining-ია, რომელსაც არავინ აჯარიმებს, რადგან იგი გადასახადებს იხდის. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი