პროფესიული კავშირების წარმომადგენლებმა, სტუდენტებთან ერთად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობიდან პარლამენტის შენობისკენ მსვლელობა გამართეს. აქცია ტყიბულში დაღუპული მეშახტეების ხსოვნას მიეძღვნა. მსვლელობის მონაწილეები ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების დაცვას ითხოვენ. პროფკავშირების ხელმძღვანელის - ირაკლი პეტრიაშვილის ინფორმაციით, 9 მაისს ტყიბულში მომხდარი ტრაგედიის მსგავსი შემთხვევა ქვეყანაში აღარ უნდა განმეორდეს.