კრემლი  უკრაინაზე ზეწოლის გაძლიერებას მოითხოვს

16 ივლისი 2025, 14:26 126 ნახვა

რუსეთი მოუწოდებს ყველას, უკრაინა პირდაპირი მოლაპარაკებების გაგრძელებისა და მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის დანიშვნისკენ წაახალისონ, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „მთავარი არის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და მისი გუნდის ძალისხმევა. ბევრი განცხადება გაკეთდა, ბევრი ითქვა იმედგაცრუებაზე, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, გვინდა, იმედი ვიქონიოთ, რომ, ამის პარალელურად, უკრაინულ მხარეზე ზეწოლა ხორციელდება, რადგან, როგორც უკვე ვთქვი, ახლა ეს ისე გამოიყურება, რომ ყველა სიტყვას მხარდაჭერის შესახებ უკრაინული მხარე აღიქვამს არა როგორც სიგნალს მშვიდობისკენ, არამედ როგორც სიგნალს ომისკენ, ომის გაგრძელებისკენ“, – აღნიშნა პესკოვმა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი