ნეთანიაჰუ თელ-ავივის სასამართლოში გამოცხადდა

14 ივლისი 2025, 14:34 156 ნახვა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თელ-ავივის რაიონულ სასამართლოში გამოცხადდა მის წინააღმდეგ აღძრული კორუფციის საქმეზე ჩვენების მისაცემად.  ეს მისი პირველი გამოჩენაა სასამართლოში ირანთან სამხედრო კონფლიქტის შემდეგ.

ნეთანიაჰუ თავს უდანაშაულოდ ცნობს და წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს. ისრაელის პრემიერ-მინისტრი  ყოველკვირეულად ცხადდება თელ-ავივის სასამართლოში და ჩვენებას აძლევს 2019 წლის საბრალდებო დასკვნასთან დაკავშირებით სამ საქმეზე, რომლებიც მდიდარი ბიზნესმენებისგან  300 ათასი დოლარის ღირებულების საჩუქრების მიღებას, ასევე მედიაბიზნესის წარმომადგენლებისთვის მისი მოღვაწეობის უფრო დადებითი გაშუქების სანაცვლოდ სხვადასხვა  სამსახურს გაწვას  ეხება.  75 წლის ნეთანიაჰუ ისრაელის პირველი მოქმედი პრემიერ-მინისტრია, რომლის წინააღმდეგაც საქმეა აღძრული.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში