თურქეთში დასავლეთ რეგიონში ფართომასშტაბიანი ხანძრების ლოკალიზებიდან ორ კვირაზე ნაკლები დროის შემდეგ ხანძრის ახალი კერები გაჩნდა. ზაფხულში თურქეთის მასშტაბით ასობით ხანძარი გაჩნდა, რის გამოც 50 ათასი ადამიანი იძულებული გახდა დროებით დაეტოვებინა საკუთარი სახლები. ხანძრის რამდენიმე კერა ეგეოსის ზღვის სანაპირო პროვინცია იზმირში იყო, სადაც ივლისში სტიქიამ ორი ადამიანი იმსხვერპლა. ადგილობრივი სატყეო სამსახურის მონაცემებით, იზმირის ურლას რაიონში ტყეში გაჩენილი ახალი ხანძრის ჩასაქრობად ოთხი თვითმფრინავი, 13 ვერტმფრენი და 34 სახანძრო მანქანა იყო მობილიზებული.