მოვამზადეთ ზომები აშშ-ის მიერ ტარიფების გაზრდის საპასუხოდ, მაგრამ არ გამოვიყენებთ მათ, ვიდრე არსებობს შესაძლებლობა, საკითხი მოლაპარაკებების გზით გადაწყდეს - ურსულა ფონ დერ ლაიენი

13 ივლისი 2025, 19:19 120 ნახვა

ევროკომისიის პრეზიდენტ, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირმა მოამზადა ზომები აშშ-ის მიერ ტარიფების გაზრდის საპასუხოდ, მაგრამ არ გამოიყენებს მათ, ვიდრე არსებობს შესაძლებლობა, საკითხი მოლაპარაკებების გზით გადაწყდეს.

ევროკავშირში ფიქრობენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატებთან მოლაპარაკებების შესაძლებლობა, ჯერ კიდევ, არსებობს.

„თავიდანვე ვმუშაობდით მომზადების პროცესზე და ახლა მზად ვართ, ვუპასუხოთ საპასუხო ზომებით. მოვემზადეთ ამისთვის და შეგვიძლია, ვუპასუხოთ საჭიროების შემთხვევაში. ჩვენ ყოველთვის მკაფიოდ ვაცხადებდით, რომ უპირატესობას ვანიჭებთ საკითხის შეთანხმებით გადაწყვეტას. ეს რჩება ძალაში ახლაც. ჩვენ ვისარგებლებთ დროით, რომელიც გვაქვს პირველ აგვისტომდე“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პირველი აგვისტოდან ევროკავშირისა და მექსიკისთვის 30%-იანი ტარიფები ამოქმედდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში