დიდი ათის ფინალში ''ბათუმი'' დამარცხდა

14 მაისი 2017, 00:00 2551 ნახვა

გორის ,,ჯიქი“ საქართველოს რაგბის 2016/2017 წლების სეზონის დიდი 10-ის გათამაშების ჩემპიონია. 28 -ით 22 ამ ანგარიშით დასრულდა ფინალური შეხვედრა გორის ,,ჯიქსა“ და ბათუმის სარაგბო კლუბ ,,ბათუმს“ შორის. “ჯიქები” საქართველოს ჩემპიონატის ფინალში პირველად ასპარეზობდნენ, შესაბამისად, გუნდის ისტორიაში ისინი ჩემპიონები პირველად გახდნენ. გამარჯვებული სარაგბო კლუბი 2001 წელს ჩამოყალიბდა და მას აქამდე მხოლოდ ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული. რაც შეეხება- ბათუმის სარაგბო კლუბს, მათ საქართველოს ჩემპიონის ტიტული 2 ჯერ აქვთ მოპოვებული. დიდი 10 ის  საპრიზო ფონდი წელს 100 ათასი ლარი იყო, აქედან გამარჯვებულს ჩემპიონობის ტიტულთან ერთად 70 ათასს ლარს გადასცემენ, ხოლო დამარცხებულ კლუბს 30 ათასი ლარი ერგება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი