საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალი მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი ბაქოში - მარიამ ქვრივიშვილმა დღეს რამდენიმე შეხვედრა გამართა.
ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრს შეხვდა. მხარეებმა ორი ქვეყნის ენერგეტიკული პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.
უწყების ინფორმაციით, აზერბაიჯანელ კოლეგასთან საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე, ასევე, ორი ქვეყნის მინისტრებმა ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობის პოლიტიკაზეც ისაუბრეს.
მარიამ ქვრივიშვილი ასევე შეხვდა აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრ მიქაელ ჯაბაროვს. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები, აგრეთვე თანამშრომლობის პერსპექტივები რეგიონული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ პროექტებში.
უწყების ინფორმაციით, ხაზი გაესვა იმ პოზიტიურ დინამიკას, რომელიც ორ ქვეყანას შორის ორმხრივ ვაჭრობაში არსებობს.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეგიონული პროექტების განხორციელების ხელშეწყობაზე. მხარეებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავება ტურიზმის სექტორში.