სომხეთის პარლამენტის სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. სხდომაზე განიხილებოდა ოპოზიციური ფრაქციის, „სომხეთის“ წევრისთვის, არტურ სარქისიანისთვის დეპუტატის იმუნიტეტის გაუქმებისა და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის დაწყების საკითხი.
არტურ სარქისიანი ეჭვმიტანილია ტერაქტების მომზადებასა და ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობაში იმ მოძრაობის ფარგლებში, რომელსაც არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი ხელმძღვანელობს.
როდესაც სარქისიანი დარბაზიდან გადიოდა, რამდენიმე დეპუტატთან სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდა, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა.