რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აშშ-ს მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების განახლების შესახებ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ამერიკული მხრიდან ბევრი ურთიერთგამომრიცხავი განცხადება გაკეთდა.
პესკოვი მიიჩნევს, რომ აშშ აგრძელებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ევროპული ქვეყნების აქტიური მონაწილეობით.