შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევის ბრალდებით, 1954 წელს დაბადებული ო.ღ. დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში, საკუთარ მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობა-ნაგებობაში მოწყობილი ჰქონდა არარეგისტრირებული სახერხი საამქრო, რომლის დათვალიერების შედეგად სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ე.წ. ლენტური ტიპის ხერხი ამოიღეს. ასევე, საამქროს ტერიტორიაზე ნანახი და ამოღებულ იქნა 70 ცალი წიწვოვანი ჯიშის ხის მორი.
გამოძიება სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 287- ე პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს"- განმარტავენ შსს-ში.
დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.