ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი დააკავეს. მას ცეცხლსასროლი იარაღის უკანანო შეძენა-შენახვა-ტარება ედება ბრალად.
რამიშვილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით არის დაკავებული. ამის შესახებ აჭარის ტელევიზიას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
სსკ-ის 236-ე მუხლი, კონკრეტულად, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.