მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი

04 ივლისი 2025, 10:16 75 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმეზე სასამართლო სხდომა დღეს განახლდება. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის მოწმეების გამოკითხვაა დაგეგმილი.

ბოლო პროცესზე სისხლის სამართლის საქმეზე ამაღლობელის პატიმრობის საკითხი გადაისინჯა, თუმცა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ის კვლავ პატიმრობაში დატოვა.

სხდომათა დარბაზში მოსამართლის გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა. ამაღლობელის ადვოკატები მის გათავისუფლებას მოითხოვდნენ, ერთ-ერთ მიზეზად მისი ჯანმრთელობის გაუარესებას ასახელებდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი